ბოლო განახლება: 12 იანვარი, 2026
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, როგორ აგროვებს, იყენებს და იცავს კომპანია ვორქშენ (საიდენტიფიკაციო ნომერი 405802038) მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მობილური აპლიკაციისა და სერვისების გამოყენებისას. კომპანია პატივს სცემს მომხმარებლის პირად ცხოვრებას და უზრუნველყოფს მონაცემების დაცვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა შემუშავებულია UK GDPR-ის მოთხოვნების შესაბამისად და ვრცელდება იმ მომხმარებლებზე, რომლებიც სარგებლობენ აპლიკაციით გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიიდან.
ჩვენ შეიძლება ვაგროვებდეთ შემდეგ მონაცემებს:
მომხმარებლის პერსონალური მონაცემები გამოიყენება:
კომპანია არ აზიარებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებზე კომერციული მიზნებისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სერვისის გაწევისთვის ან მოთხოვნილია კანონით.
კომპანია იყენებს შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი დაკარგვა, შეცვლა ან არასანქცირებული წვდომა.
მომხმარებელს აქვს უფლება:
აღნიშნული უფლებების გამოყენებისთვის მომხმარებელს შეუძლია დაგვიკავშირდეს ელფოსტით.
პერსონალური მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია სერვისის მიწოდებისთვის ან კანონით განსაზღვრულია.
მონაცემთა დამმუშავებელია კომპანია ვორქშენ (საიდენტიფიკაციო ნომერი 405802038), საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული. საკონტაქტო ელფოსტა: support@workshen.com
აპლიკაციაში განხორციელებული გადახდები და საბსქრაიბის თანხების ჩამოჭრა ხორციელდება მესამე მხარის საგადახდო სერვის პროვაიდერის მიერ, რომელთანაც კომპანიას გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება. გადახდების დამუშავებას უზრუნველყოფს Keepz.me. კომპანია ვორქშენ (საიდენტიფიკაციო ნომერი 405802038) არ ინახავს, არ ამუშავებს და არ აქვს წვდომა მომხმარებლის საბანკო ბარათის ან სხვა გადახდის მგრძნობიარე მონაცემებზე. კომპანიას შესაძლოა ჰქონდეს წვდომა მხოლოდ ტრანზაქციების სტატუსისა და ტექნიკური ინფორმაციის მიმართ, რაც აუცილებელია სერვისის ადმინისტრირებისთვის.
კომპანია იტოვებს უფლებას განაახლოს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა. განახლებები გამოქვეყნდება აპლიკაციაში.
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: support@workshen.com
განცხადებებში არსებული საკონტაქტო ინფორმაცია (მაგალითად, ტელეფონის ნომერი) არის საჯაროდ გამოქვეყნებული თავად განმცხადებლების მიერ. ჩვენ არ ვამოწმებთ, არ ვცვლით და არ ვამატებთ პერსონალურ მონაცემებს. თუ რომელიმე კონტენტის ავტორი ან გვერდის/არხის ადმინისტრატორი მოითხოვს თავისი განცხადებების ამოღებას, ჩვენ უზრუნველვყოფთ მოთხოვნის შესრულებას (opt-out).